სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი “ისტორიალი” მართავს ქართული სუფრის აქსესუარების პრეზენტაციას

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი “ისტორიალი” 2011 წლის 17 ივნისს 18.00 საათზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის Show-room-ში აწყობს ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ახალი კოლექციის – ქართული სუფრის აქსესუარების პრეზენტაციას.

კოლექცია წარმოადგენს უძველესი არქეოლოგიური ძეგლების – ფიჭვნარში (აჭარა) ბერძნულ სამაროვანზე აღმოჩენილი ძვ.წ. V ს. ოქროს სამკაულის,  ნაბაღრევის ტერიტორიაზე (მცხეთის რაიონი) აღმოჩენილი ძვ.წ. VIII-VII ს. ბრინჯაოს სარტყელის, შილდის სამლოცველოზე (კახეთი)  აღმოჩენილი ცხოველთა ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებების ძვ.წ. XIV-XII ს. და რაჭაში აღმოჩენილი ახ.წ. I-II საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ჭვირული ბალთის მიხედვით შექმნილი ქართული სუფრისა და სუფრის აქსესუარების ნაკრებს.

“ისტორიალის” ბრენდის ფილოსოფიაა შეინარჩუნოს ნივთის ისტორიული ღირებულება და აქციოს იგი თანამედროვე აქსესუარად. კოლექცია ეფუძნება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და რეწვის ტრადიციებს;

პროდუქციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ნივთების ისტორიული დატვირთვა. კერძოდ, თითოეული ნივთის დიზაინი შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნიმუშების საფუძველზე. ამდენად, პროდუქციას ექნება არამარტო ფუნქციონალური მნიშვნელობა, არამედ ისტორიულიც. მიმზიდველ და საინტერესო დიზაინთან ერთად ისინი შეითავსებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მისიასაც.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი