სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სოციალურ მეწარმეობაში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევს მსურველებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან ტრენინგზე “სოციალური მეწარმეობა”, რომელიც ჩატარდება თბილისში 28 ივნისი – 1 ივლისი.
 
ტრენინგი ემსახურება სოციალური მეწარმეობის, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფორმის დანერგვას, ასევე როგორც სოციალური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზის პოპულარიზაციას.
 
ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის ცალკეული ასპექტების თაობაზე.
 
ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი იქნება ორგანიზაციის სოციალური მეწარმეობის არსებული გამოცდილება და/ან პოტენციალი (რის შესახებაც ინფორმაცია მიღებული იქნება სააპლიკაციო ფორმით და სამოტივაციო წერილით). შერჩევისას ასევე პრიორიტეტი მიენიჭება იმ ორგანიზაციებს, ვისაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ცენტრის მიერ გამართულ მსგავსი ტიპის ტრენინგში.
 
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა ა.წ. 20 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ:
 
1. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1,5 გვერდი), სადაც აპლიკანტი მოკლედ აღწერს,
  •  აქვს თუ არა ორგანიზაციას სოციალური მეწარმეობის გამოცდილება;
  • აპირებს თუ არა მსგავსი პრაქტიკის გაფართოებას / დანერგვას მომავალში;
  • კონკრეტულად, რას ელის დაგეგმილი ტრენინგიდან.
 
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ;
 
ამავდროულად, ტრენინგის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
 
1. წარმოადგენდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციას;
2. ორგანიზაციას აქვს სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა ან მისი განვითარების შესაძლებლობა და სურვილი;
3. სრულად დაესწრება ტრენინგს (28 ივნისი – 1 ივლისი).
 
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს ა.წ. 20 ივნისის, 17.00 საათისა.
 
საბუთების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: apply@csrdg.ge, ისე დაბეჭდილი სახით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში, მისამართზე:
 
თბილისი, დელისის 1 შესახვევი, 5ა
ტელ: (+995 32) 2399019/18
საკონტაქტო პირი: ქეთი კაკაბაძე.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი